Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტიპენდია 2025 გაზაფხული − ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!

ცხადდება კონკურსი 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად!

 

სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარმოდგენის ვადად განისაზღვრა  − 2025 წლის 13 მაისიდან  16 მაისის ჩათვლით.

განაცხადი ივსება ელექტრონულად და  თანდართულ დოკუმენტებთან ერთად  ერთ შეტყობინებად იგზავნება შემდეგ  ელექტრონულ ფოსტაზე: stiphumanities@tsu.ge

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:

 

1. განცხადების ფორმა (გამოგზავნეთ ვორდის ფაილი);

2. პირადობის მოწმობის ასლი (pdf ფაილი);

3. საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (pdf ფაილი);

4. შესაბამისი აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში) (pdf ფაილი, შესაბამისად,  1 დოკუმენტი − 1 ფაილი);

5. სოციალურად მოწყვლად ჯგუფში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).

 

კონკურსის პირველადი შედეგების პროექტი გამოქვეყნდება ა.წ. 20 მაისს (პირის იდენტიფიცირება შესაძლებელი იქნება წინასწარ მონიჭებული კოდის მიხედვით, რომელსაც მიიღებთ მეილზე განაცხადის გამოგზავნიდან  24 საათის განმავლობაში).

 

აპელაციის შემოტანა შესაძლებელი იქნება ელექტრონულად 22 მაისის 13:00 საათამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: stiphumanities@tsu.ge

− კონკურსში არ მონაწილეობენ პირველი და დამატებითი სემესტრების სტუდენტები!

− დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!

− პირადობის მოწმობისა და საბანკო რეკვიზიტების გარეშე განაცხადი არ მიიღება!

 

იხილეთ სტიპენდიის მინიჭების წესი;

ბრძანება სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ.

თარიღი: 06/05/2025